კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 46 პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, დამაკმაყოფილებელია. გუშინ ახალ კორონავირუსზე ტესტი შვიდ პაციენტს ჩაუტარდა, „კოვიდ 19“ არცერთ მათგანს არ დაუდგინდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება გუდაურიდან გადმოყვანილი ის ორი პაციენტიც, რომელთაც შეხება ჰქონდათ გუდაურში მყოფ ჩეხეთის მოქალაქესთან, რომელსაც სამშობლოში კორონავირუსი დაუდგინეს.

მარიამ სეთურიძე ჩაგვერთვება რესპუბლიკურიდან პირდაპირ ეთერში – ცნობილია თუ არა გუდაურიდან გადმოყვანილი პაციენტების შესახებ ახალი ინფორმაცია?