კორონავირუსი – პაციენტის მდგომარეობა 

15:09, 09.03.2020

საჩხერის საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსის მქონე პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, პაციენტს არ აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, თუმცა, ის რჩება ბოქსირებულ პალატაში და განაგრძობს მკურნალობას. კლინიკაში მყოფ კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სახლში, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

მსგავსი