კორონავირუსი - მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 270 000-ს გადაცდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, „კოვიდ 19“-სგან მსოფლიოში უკვე 270 372 ადამიანი განიკურნა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსი, მსოფლიოს მასშტაბით, 1 289 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით, პირველ ადგილზე აშშ (337 971), მეორეზე – ესპანეთი (135 032), მესამეზე კი იტალიაა (128 948).

კოვიდ 19“-ს ყველაზე ბევრი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (15 887), მეორე ადგილზეა ესპანეთი (13 055), მესამეზე კი აშშ (9 132). სულ მსოფლიოში კორონავირუსს 70 590 ადამიანი ემსხვერპლა.