კორონავირუსი - გარდაცვალების 12 შემთხვევა საქართველოში

გართულებული ეპიდემიური ვითარება – 12 გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირების დღითიდღე მზარდი სტატისტიკა საქართველოში. დადებითობის მაჩვენებელი დღეს ისევ მაღალი  – 6,81%-ია. გასულ დღე-ღამეში 7 476 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 509 პირს დაუდასტურდა. 1 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა.

ამის ფონზე, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა კვლავ დაბალია. ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით აცრა ჩინური „სინოფარმით“ დაიწყება.