კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეცვლის – ასეთია ეპიდემიოლოგების პოზიცია. ქვეყანა მასობრივი იმუნიზაციისთვის ემზადება. ივლისის დასაწყისში ოთხი სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინას ველოდებით, იგეგმება ამცრელი პუნქტების რაოდენობის ზრდაც, იმისთვის, რომ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს. ამჟამად მთავარ გამოწვევად სწორედ ვაქცინაცია რჩება, ზოგად ეპიდსურათს კი სპეციალისტები სტაბილურს, თუმცა, საყურადღებოს უწოდებენ.

თამარ ნადარეიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს –  როგორია ეპიდემიოლოგების პროგნოზი, უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ვირუსის მეოთხე ტალღას?