კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, 2.36 პროცენტს შეადგენს, დღევანდელი კი  2.33 პროცენტს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, 443 კი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი. აღნიშნული სტატისტიკა ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებული 19 051 ტესტის ფონზე დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან 213 თბილისში გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 692 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დატოვე კომენტარი