კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა, 332 კი ახალი შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს – ეს 1,24 პროცენტია. აღნიშნული სტატისტიკა ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებული  26 700 ტესტის ფონზე დაფიქსირდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 185, იმერეთში – 51, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 18 გამოვლინდა.