კორონავირუსი – ეპიდემიური ვითარება საქართველოში

12:45, 10.03.2021

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა. დღეს 513 ახალი კოვიდინფიცირებული გვყავს. მოიმატა კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებმაც და დღიური – 2,32 პროცენტი დაფიქსირდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, იმერეთში – 88, შიდა ქართლში – 44. აღნიშნული სტატისტიკა, ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 22 127 ტესტის ფონზე დაფიქსირდა.

მსგავსი