საქართველოში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად რთულდება – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა. აღნიშნული სტატისტიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გასხვავებული და შემაშფოთებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის ცირკულირების მასშტაბების ზრდაა, რომელიც ასევე ბავშვების ხშირი დაინფიცირებისა და დაავადების რთული მიმდინარეობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.
სპეციალისტები ვითარების დასტაბილურების მთავარ იარაღად აქტიურ იმუნიზაციას ასახელებენ. დღეს პირველად საქართველოში ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს გადააჭარბა.
თამარ ნადარეიშვილის სიუჟეტი.