კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ინდური შტამის აქტიური ცირკულირება დაიწყო – შესაბამისად, სპეციალისტები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული შტამი უფრო მარტივად ვრცელდება და განსაკუთრებულად რთულად ახალგაზრდებში ვითარდება. რაც შეეხება დღევანდელ კოვიდსტატისტიკას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 13 პაციენტი და დაინფიცირდა 811 პირი. დადებითობის მაჩვენებელი ისევ მაღალია.

თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.