კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, ის 2,13 პროცენტს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი.

პარალელურად, გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისთვის სულ აცრილია – 184 718 ადამიანი. ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურების მიუხედავად, სპეციალისტები რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.