კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში 

გასულ დღე-ღამეში გამოკვლეული 25 349 პირიდან კორონავირუსი 360 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით ისევ შემცირდა. დღეს დაფიქსირდა 1,42%. გარდაიცვალა ცხრა პაციენტი და გამოჯანმრთელდა 119.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 805 გამოჯანმრთელდა, 3 541 კი გარდაიცვალა.