კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი შედარებით სტაბილურდება, თუმცა ახალი შტამების გამოვლენა ეპიდვითარებას ართულებს. ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ათასის ფარგლებშია. გასულ დღე-ღამეში გამოკვლეული 43 286 მოქალაქიდან დადებითი პასუხი 986 პირმა მიიღო. გარდაიცვალა 12 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 590 პირი.

ეპიდემიოლოგები მთავარ აქცენტს კვლავ რეკომენდაციების დაცვასა და აცრის მნიშვნელობაზე აკეთებენ. ქვეყანაში ინდური შტამის დადასტურების შემდეგ, შეიცვლება თუ არა რეგულაციები, ჯერ ისევ უცნობია. სპეციალისტები ვირუსის მუტირებულ შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებად ვერსიის მახასიათებლებზე აკეთებენ აქცენტს.

რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ინდურ ვერსიაზე და როგორია სამედიცინო კვლევები, ნახეთ რეპორტაჟი.