კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

 საქართველოში ეპიდემიური ვითარების შედარებით დასტაბილურების ფონზე, ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის გართულებებს 33 პაციენტი ემსხვერპლა, 1 071 კი ახალი შემთხვევა გვაქვს.

რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 3,57 პროცენტი შეადგინა. პარალელურად, საქართველოში აქტიურად გრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.სინოფარმისა“ და „ასტრაზენეკას“ ფირმის ვაქცინებთან ერთად, იმუნიზაციის პროცესში ორშაბათიდან უკვე ჩინური „სინოვაკიც“ ჩაერთვება.

თამარ ნადარეიშვილის სიუჟეტი.