კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 071 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისში ინფიცირების 581 შემთხვევა აღრიცხეს, აჭარაში – 96, იმერეთში – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 100, დანარჩენი მონაცემები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე ინფიცირების 15 143 აქტიური შემთხვევაა, 903 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 ათასზე მეტი პირი. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 4,18 პროცენტია, დღევანდელი მაჩვენებელი კი 3,57 პროცენტს აღწევს.