კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა – დაინფიცირდა 1 576 მოქალაქე. გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა პირბადის ტარების მაჩვენებელი კლებულობს, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

უახლოეს დღეებში საკოორდინაციო საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა შეღავათებით ისარგებლებენ პირები, რომლებსაც აცრის ორივე დოზა გაკეთებული ექნება. რაც შეეხება გადაადგილების შეზღუდვას, შესაძლოა, დრო შეიცვალოს, თუ დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბალი იქნება.

თათია ტაბეშაძე მოგიყვებათ.

დატოვე კომენტარი