კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში. გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალია. რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 44 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა – „კოვიდ-19“ 1 576 მოქალაქეს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 15 მაისისთვის 3.65% პროცენტია. ახალი შემთხვევების უმრავლესობა – 868 თბილისში გამოვლინდა, 162 – იმერეთში, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი 130 ახალი ინფიცირებულით, შემდეგია აჭარა, სადაც ვირუსის კიდევ 92 ფაქტი აღრიცხეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა 912 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 207-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, 584 პირი გამოჯანმრთელდა.

ამ არასახარბიელო ეპიდვითარების ფონზე, სპეციალისტების რეკომენდაცია ისევ უცვლელია, ესენია – რეგულაციების დაცვა და იმუნიზაცია. ამასთან, არ არის გამორიცხული, ორჯერად აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათებიც დაწესდეს.

პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებლებთან, მათ შორის „სინოფარმთან“, რომლის დაახლოებით 250 ათასი დოზა ქვეყანაში, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შემოვა.

თათია ტაბეშაძე დეტალებით ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.