კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

 ორშაბათიდან დაკეტილი იქნება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები და ამ რეგულაციის დამრღვევი 2 000 ლარით დაჯარიმდება, ასევე, ორშაბათიდან არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს გადაწყვეტილებები კი მობილობისა და ხალხმრავალი შეკრებების შემცირების მიზნით არის მიღებული.

სპეციალისტები თხოვნით მიმართავენ მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ არსებული ეპდვითარება, რომელიც დღითიდღე რთულდება და დაიცვან რეკომენდაციები. მატულობს ლეტალობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ვირუსმა დღეს იმსხვერპლა 20 ადამიანი. დადასტურდა 1 147 ახალი შემთხვევა. ამ ფონზე კი აცრის მსურველთა რაოდენობა ისევ დაბალია.

 

დატოვე კომენტარი