კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში – „კოვიდ-19“-ის სამწუხარო სტატისტიკა იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები კიდევ 20 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დღემდე ლეტალურად დასრულდა ინფიცირების 4 130 შემთხვევა. დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების კიდევ 1 147 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 20 ათასზე მეტი ტესტირება. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,7% ბოლო 14 დღის – 4,87%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი გაზრდილი მიმართვიანობისთვის, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის დეტალებს.

დატოვე კომენტარი