კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა – გამოვლინდა 1 250 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში 32 ათასამდე  ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.91 პროცენტია. დღეს ქვეყანაში აღრიცხული ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარაში – 78, იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში 115, დანარჩენ რეგიონებში კი უფრო დაბალი მაჩვენებლებია. ამ ეტაპზე 3 500-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 609 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორ ფასდება დღეს არსებული ეპიდემიური ვითარება, ასევე რა მდგომარეობაა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თათია ტაბეშაძე გვიერთდება ამ სიახლეებით.