კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ჩატარებული 35 ათასამდე ტესტიდან, ვირუსი 373-ს დაუდასტურდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,07 პროცენტია. ბოლო 24 საათში 542 პაციენტი განიკურნა. დაფიქსირდა გარდაცვალების 14 შემთხვევა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 2 400-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 254-ის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინის რეჟიმში რჩება 332 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 481 პაციენტი.

როგორ აფასებს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, თამარ ნადარეიშვილია პირდაპირ ეთერში.