კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

როდის და რა მიმართულებით უნდა ველოდოთ რეგულაციების გამკაცრებას – ეპიდემიური ვითარება ყოველდღიურად რთულდება. მატულობს კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი და მინიმუმამდე დავიდა პირბადის გამოყენების დღემდე არსებული ციფრი. დადასტურდა ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 11 მოქალაქე.

ამ ფონზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ისევ დაბალია, ქვეყანა კი რეალურად მესამე ტალღის საწყის ეტაპზეა. რა ზომების მიღებას გეგმავს მთავრობა და როგორია სპეციალისტების მოწოდება.