კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გაზრდილია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 11 პაციენტი დაიღუპა. ჩატარდა 25 ათასზე მეტი ტესტი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში განიკურნა 285 ადამიანი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი ამ დროისთვის 1,96 პროცენტია.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში ვირუსი 240 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში 76-ს, იმერეთში 43-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედარებით ნაკლებია მაჩვენებლები სხვა რეგიონებში. ამ ეტაპზე ინფიცირების 7 083 აქტიური შემთხვევაა. მათგან ორი ათასზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობს, 370 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დატოვე კომენტარი