კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კვლავ რთული ეპიდემიური ვითარებაა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა რვა პაციენტი. რაც შეეხება კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 2,48 პროცენტი შეადგინა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოს მასშტაბით  27 713 ტესტი გაკეთდა.

როგორ აფასებენ სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.