კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

შეზღუდვების გამკაცრების მოლოდინი და გაუარესებული ეპიდვითარება ქვეყანაში. რომელი რეგულაციები შეიძლება დაწესდეს ხელახლა. სპეციალისტები რეკომენდაციებზე მსჯელობენ. კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 2,48%.

ორ პროცენტს აღემატება ბოლო შვიდი დღის მონაცემიც. ფიქსირდება რეინფიცირების ახალი შემთხვევები. ჩატარებული 9 211 კვლევიდან, გამოვლინდა 228 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი და გარდაიცვალა 11.