კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

 გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში 30 ათასამდე ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 580-ის შემთხვევაში დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3 აპრილისთვის 1, 95%-ია. ასევე, ახალი სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს კიდევ ექვსი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმეა 337 პირის მდგომარეობა. მათგან 68-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში გამოვლინდა. სულ თბილისში 331 ფაქტი აღირიცხა. 56-ია იმერეთში, 51 კი აჭარაში. ამასთან, გასული დღე-ღამის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.