კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება 

გუშინდელი მკვეთრი მატების შემდეგ, კორონავირუსის დღევანდელი მაჩვენებელი ათს ჩამოსცდა. ცხრა ინფიცირებულიდან ორმა არ იცის, რა ვითარებაში და ვისგან გადაედო ვირუსული ინფექცია. ტენდენცია არ იცვლება: ახალი ფაქტები ძირითადად შემოტანილია და ტრანზიტულ გადაზიდვებს უკავშირდება.

შემოდგომაზე ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კიდევ ერთი მასშტაბური კვლევისთვის ემზადებიან. მთელ მოსახლეობაში შერჩევითი ტესტირებით უნდა დადგინდეს, რამდენმა მოქალაქემ გადაიტანა „კოვიდ-19“ უსიმპტომოდ.