კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება ბაზრობებზე. ლილოსა და დინამოს ბაზრობების შემდეგ, კორონავირუსზე კვლევები დღეს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება ამ დრომდე დაახლოებით 300-მდე პირს ჩაუტარდა და არცერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მარიამ სეთურიძე ადევნებს თვალს ეპიდემიოლოგების მუშაობას – რა ხდება ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე.