კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის დამატებით 100 000 დოზას მიიღებს – ეს „წითელი ჯვრის“ საჩუქარია. სწორედ ჩინური წარმოების ამ ვაქცინით მიმდინარეობს აქტიურად იმუნიზაციის პროცესი საქართველოში. მას შემდეგ, რაც გუშინ „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო, ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, აღიარებს თუ არა ევროპა და ამერიკა „სინოფარმით“ ვაქცინირებული მოქალაქის კოვიდპასპორტს.

საქართველოში ბოლო პერიოდში გართულებული ეპიდვითარებისა და კოვიდინფიცირების მაღალი დღიური მაჩვენებლების ფონზე, სიტუაციის გამოსწორების და პიკური პერიოდის შედარებით მარტივად გადალახვის გზად სპეციალისტები აქტიურ ვაქცინაციას და დაწესებული რეგულაციების დაცვას ასახელებენ.

თამარ ნადარეიშვილის სიუჟეტი.