კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსზე 5 275 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 607 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79 პროცენტია, ბოლო შვიდი დღის მონაცემი კი 2,6 პროცენტი.

ახალი შემთხვევებიდან 64 თბილისში, 28 იმერეთში, 16 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში რჩება 207.

დატოვე კომენტარი