კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ეპიდსიტუაცია საქართველოში – კორონავირუსს, ბოლო ერთ დღეში, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 18 ათასი ტესტიდან, 396 დადებითი აღმოჩნდა. ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა, 170 ფაქტი თბილისში დადასტურდა. რეგიონებში კი ყველგან ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება.

თამარ ნადარეიშვილი გაეცნო ბოლო მონაცემებს და დეტალურ სტატისტიკას ახლა ის პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.