კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა საქართველოში და 13 გარდაცვლილი. გასულ დღე-ღამეში 19 192 ტესტი გაკეთდა. დადებითობის მაჩვენებელი დღეს 2.53%-ია. ბოლო შვიდი დღის მონაცემი კი 2.4 პროცენტი. გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 325 პირი, აჭარაში – 644, იმერეთში – 1 159.