კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ინფექციური კლინიკის დირექტორი საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დადებითად აფასებს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანა ახლა ვაქცინაციის დაწყებას ელოდება.

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შედარებით შემცირებულია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ტესტირება ოცი ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა, გამოვლინდა 676 შემთხვევა,  გარდაიცვალა 11 პაციენტი. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში აღირიცხა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 910 აქტიური შემთხვევაა, 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 2 905 პირი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მკურნალობს.