კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ხვალ გაირკვევა, მოგვაწვდის თუ არა კოვაქსპლატფორმა კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას, რომელიც საქართველომ პირველ ეტაპზე 20 000 ადამიანისთვის მოითხოვა: საპასუხო წერილში დაზუსტდება ვაქცინის მოწოდების თარიღი და დოზებიც.

ხელისუფლება სამედიცინო პერსონალის ნაწილში ვაქცინაციის დაწყებას თებერვლის ბოლოდან აანონსებს. მანამდე კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა – დღესაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი შენარჩუნდა. არ არის გამორიცხული, რომ ერთი კვირის განმავლობაში ამ მონაცემის შენარჩუნების შემთხვევაში, სკოლები და ტრანსპორტი დროზე ადრე გაიხსნას.