კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა და 31 გარდაცვლილი – ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში. სულ გასული 24 საათის განმავლობაში 2795 ტესტი ჩატარდა, აქედან 1868 ანტიგენის, 927 კი „პისიარ ტესტია“.

ინფიცირების ახალი ფაქტებიდან, ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში გამოვლინდა. თბილისში „კოვიდ-19“ 128 მოქალაქეს დაუდასტურდა. მას მოსდევს იმერეთი, სადაც ვირუსის დიაგნოზი 71 ადამიანს დაუსვეს. შემდეგი სამეგრელო-ზემო სვანეთია 45 შემთხვევით. აჭარაში კი სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესებულია, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებით, რეგიონი მესამე ადგილზეა.

ამ წუთისთვის ქვეყნის მასშტაბით, 897 მძიმე პაციენტი გვყავს. 299 მოქალაქე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მართვითი სუნთქვის აპარატი სჭირდება. რაც შეეხება განკურნებულთა მონაცემებს – ბოლო ერთ დღეში 2469 პირი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი