კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი – ქვეყანაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. სპეციალისტები ადგენენ, რა თავისებურებებით გამოირჩევა მუტაციაგანცდილი ინფექცია. პარალელურად, ჩატარებული 14 ათასზე მეტი ტესტიდან, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 784 ადამიანს. თითქმის განახევრებულ მაჩვენებელს ეპიდემიოლოგები შეზღუდვების შედეგებს უკავშირებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დღიური მაჩვენებელი რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ისევ გაიზარდოს.

ვირუსის გავრცელების შეკავების ერთადერთი გზა კვლავ პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და მობილობის შემცირებაა. მაღალია ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი. კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება 379 პაციენტი.

ნახეთ თათია ტაბეშაძის სიუჟეტი.