კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კოვიდინფექციას, ბოლო 24 საათში, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 14 ათასზე მეტი ტესტიდან, ვირუსი კიდევ 1784 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ახალი ფაქტების უმრავლესობა ისევ დედაქალაქში გამოვლინდა. თბილისს მოსდევს იმერეთი, შემდეგი კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც მხოლოდ ერთ დღეში ინფიცირების 140 შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებლები და მონაცემები რეგიონების მიხედვით – თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს ახალ სტატისტიკას.