კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ახლა მთავარი ამოცანა, შეზღუდვების შედეგად დასტაბილურებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაა. ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და ხალხმრავალი თავყრილობებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საერთო გზავნილია, რომ სადღესასწაულო დღეები ოჯახურ ვიწრო წრეში აღინიშნოს. მით უმეტეს, რომ წინა კვირის სამუშაო დღეებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი კვლავ საყურადღებოა. გუშინ ჩატარებული თითქმის 17 000 ტესტის ფონზე, მონაცემი 3 000-იან ნიშნულს კვლავ ასცდა და 3 064 შეადგინა. ცალკეული ექიმების პესიმისტური განცხადებების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტავს, რომ საქართველოს სამივე მაღალეფექტიანი ვაქცინის შემოტანის პერსპექტივა აქვს, სავარაუდო თარიღად მარტი სახელდება.