კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა – ვირუსს ბოლო ერთ დღეში 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დედაქალაქშია. თბილისში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 1588 მოქალაქეს დაუდასტურდა.

თამუნა ნადარეიშვილი განაგრძობს ახლა საუბარს და ბოლო მონაცემების შესახებ დეტალურად ისაუბრებს.