კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის დაჩქარებას ცდილობენ – არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი თებერვლიდან დაიწყოს. მანამდე კი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პიკში მყოფ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას გაფართოებული ტესტირებითა და მკაცრი შეზღუდვებით ცდილობენ.

სიმპტომის შემთხვევაში, „პისიარ“ და ანტიგენზე დამყარებული ტესტების უფასოდ ჩატარება ამბულატორიებშიც შესაძლებელია. ბოლო ერთ დღეში ჩატარებული თითქმის 17 000 ტესტიდანკორონავირუსი 4 673 შემთხვევაში დადასტურდა, რაც გაორმაგებული ტესტების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისთვის მაინც დამაიმედებელია. ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შესამცირებლად, დამატებითი საწოლფონდის მობილიზაცია ხდება. კლინიკების ხელმძღვანელები დღეს პრემიერს შეხვდნენ.