კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის პაციენტის გარდაცვალება მოკვლევის საგანი ხდება. კოვიდსასტუმროდან კლინიკაში გადაყვანილი გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ოჯახის ინფორმაციით, ინფიცირებულს თანხმლები დაავადება ჰქონდა და სასტუმროში მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო, თუმცა მისი დროული ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხერხდა.

ახლა ჯანდაცვის სამინისტროში იკვლევენ, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება მომხდარზე და რატომ არ მოხდა თანმხლები მძიმე დაავადების გამო, საავადმყოფოში პაციენტის დროულად გადაყვანა.

ამ მომენტისთვის ქვეყანას 1 003 მძიმე პაციენტი ჰყავს. 13 500 „პისიარ ტესტიდან“ დღეს ინფიცირების 3 759 შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით, მომატებულია. მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებიდან მეოთხე დღეს ქვეყანა ისევ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პიკშია.

დატოვე კომენტარი