კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 4 472 შემთხვევა ბოლო 24 საათში და 34 გარდაცვლილი – ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა. ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით, 1 784 კოვიდპაციენტით, კვლავ თბილისი ლიდერობს.

რთული ვითარებაა რეგიონებშიც. განსაკუთრებით აჭარასა და იმერეთში, სადაც კორონავირუსი კიდევ 683 და 662 პირს დაუდასტურდა. საბედნიეროდ, მზარდია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დამარცხება კიდევ 4 058-მა პაციენტმა შეძლო.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.

 

დატოვე კომენტარი