კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კოვიდსტატისტიკა დღეს კიდევ უფრო გაუარესდა. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იმ საპროგნოზო მაჩვენებელს უახლოვდება, რომელიც თვის ბოლოსთვის იყო ნავარაუდები. დღეს ლაბორატორიებიდან დადებითი პასუხი კიდევ 3 824 ადამიანმა მიიღო, საიდანაც ყველაზე ბევრი, 1 200-ზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქშია.

ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ქვეყანა უკვე დაავადების გავრცელების პიკშია, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პიკური პერიოდი და რა მაჩვენებელს შეიძლება მიაღწიოს უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობამ.