კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი – ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარება ქვეყანაში. ყველაზე რთული მდგომარეობა ამ დროისთვის დედაქალაქშია. დაფიქსირდა ანტირეკორდი. 24 საათში ვირუსი მხოლოდ თბილისში დაუდასტურდა 1 197 ადამიანს, აჭარაში – 620, იმერეთში – 438. მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ვირუსის დამარცხება ერთ დღეში შეძლო 2754 ადამიანმა.