კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა სამი ათასს მიუახლოვდა. ბოლო დღე-ღამეში ლაბორატორიულად დადასტურდა 2 859 ახალი შემთხვევა, რაც აქამდე გამოვლენილ ყოველდღიურ მაჩვენებელთან შედარებით უპრეცედენტოა. გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 441-ია. ახალ მონაცემებთან დაკავშირებით, განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გააკეთა, თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს დეტალებს.