კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

აუცილებლად ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა – საქართველოში ახალი კორონავირუსის ინტენსიური შიდა გავრცელება გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლი კიდევ შვიდი მოქალაქე გახდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 143-დე გაიზარდა. ქვეყანაში გვყავს 1186 ახალი ინფიცირებული.

კორონავირუსის გავრცელების ტემპით პირველ ადგილზეა დედაქალაქი. 496 ახალი შემთხვევა თბილისზე მოდის. მეორე ადგილზეა აჭარა, 360 შემთხვევით. შემდეგ მოდის იმერეთი 99 ახალი ინფიცირებულით.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განახლებულ მონაცემებს თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.