კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად რთულდება – დღეს „კოვიდ-19“-ის 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ ოთხი მოქალაქე. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გართულებული სიტუაციის ფონზე, ახლა მთავარი კითხვაა, დაწესდება თუ არა ქვეყანაში ისევ მასშტაბური შეზღუდვები.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მკაცრი რეგულაციების ამოქმედებაზე მსჯელობენ, თუმცა ამ დროისთვის ეს დღის წესრიგში არ არის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია.

თამარ ნადარეიშვილის სიუჟეტი.

დატოვე კომენტარი