კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ისევ ათასს აღწევს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის მონაცემებით, „კოვიდ-19“ კიდევ 958 მოქალაქეს დაუდასტურდა. განახლებული სტატისტიკით, ვირუსს კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედეგად ახლა გარდაცვლილთა რაოდენობა 128-ს შეადგენს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების არეალს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 397 შემთხვევა თბილისს უკავშირდება. გუშინდელთან შედარებით, დედაქალაქში ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია.

თამარ ნადარეიშვილმა მოისმინა განცხადება, რომელიც ტრადიციულად ინფექციურ საავადმყოფოსთან გაკეთდა და ბოლო ცნობებით, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.