კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთით გაიზარდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში 963 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და კორონავირუსი 24 საათში კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა, ბოლო დღეების შემთხვევების მსგავსად, კვლავ იმპორტირებულია. ახალი პაციენტი ჰყავს თბილისის ინფექციურ კლინიკასაც.

როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.