კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა – გამოვლინდა 519 ახალი შემთხვევა. 137 თბილისში, ხოლო 222 აჭარაში. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 11 271 შემთხვევაა აღრიცხული.

თამარ ნადარეიშვილი მოგვაწვდის დეტალურ ინფორმაციას გარდაცვლილთა შესახებ, ასევე რამდენი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში.